სკოლის მისია:
სახელმწიფოს, საზოგადოების, პიროვნების დაკვეთისა და მოთხოვნის გათვალისწინებითა და
თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებით აკადემიური
განათლების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების და
მკვეთრი პიროვნული ინდივიდუალობის მქონე, თავისუფლად
მოაზროვნე, სამართლიანი, ტოლერანტული, კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ორიენტირებულია
ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებსა და ფასეულობებზე.
ქალაქ
თბილისის №37 საჯარო (რუსულენოვანი) სკოლა დაარსდა
1956 წელს.
ამ სკოლასთან დაკავშირებულია მრავალი ტრადიცია და ცნობილი სახელი. წლების მანძილზე სკოლაში არსებოდბა მათემატიკის გაღრმავებული სწავლების კლასები, ინტელექტუალთა გუნდი, გამოყენებითი ხელოვნების შემსწავლელი წრე, სპორტული სექციები, მუსიკალური სტუდია და ხალხური ცეკვის წრე.
ინტელექტუალთა გუნდი სისტემატურად წარმატებით მონაწილეობას
იღებს სხვადასხვა კონკურსებში. სკოლის მოსწავლეები არისნ მრავალი ოლიმპიადის, კონფერენციის
და კონკურსის გამარჯვებულნი.
სკოლის კურდამთავრებელთა 75% წარმატებით აბარებს მისაღებ
გამოცდებს და ირიცხება უმაღლეს სასწვლებელში სხვადასხვა ხარისხის გრანტით, რაც არის
იმის შედეგი, რომ სკოლის მასწავლებლები არისნ მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც
იყენებენ სწავლის თანამედროვე მეთოდებს, ინტეგრირებულ საგაკვეთილო პროცესს, წარმატებით
მუშაობენ ერთობლივ სასწავლო პროექტებზე.
სკოლაში არსებობს თანამედროვე დონეზე აღჭურვილი კომპიუტერული
ლაბორატორია, სადაც დღის განმავლობაში სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია საჭირო ინფორმაციის
ინტერნეტში მოძიება და მისი შემდგომ დამუშავება/გამოყენება.
ხსოვნისადმი მიძღვნილი...
მართალია, ყველა პედაგოგის და მასწავლებლის სახელის გახსენება
შეუძლებელია, მაგრამ ვინც შემორჩა ჩვენს მეხსიერებას უახლოეს ისტორიაში, გვინდა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას ვინც დღეს ჩვენთან აღარ არიან, მაგრამ ისინი სამუდამოდ
დაიდებენ ჩვენს გულებში განსაკუთრებულ ადგილს.
მათი შრომა და ამაგი არ არის დაკარგული, ვინაიდან მათი აღზრდილები აგრძელებენ გზას უკეთესი მომავლისაკენ და ისინი საამაყონი არიან.
მათი შრომა და ამაგი არ არის დაკარგული, ვინაიდან მათი აღზრდილები აგრძელებენ გზას უკეთესი მომავლისაკენ და ისინი საამაყონი არიან.